მოძალადეები "ტვ პირველის", "ფორმულას", "პალიტრას" გადამღებ ჯგუფებსაც დაესხნენ თავს 

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, მოძალადე ჯგუფები აქციაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაშავებულია ტელევიზიის თანამშრომელი, ასევე დალეწილია აპარატურა.

"მოძალადე ჯგუფები ტვ პირველის გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ. დაშავებულია ტვ პირველის თანამშრომელი. დალეწილია აპარატურა. პოლიცია მოძალადეებისგან ჟურნალისტების დაცვას ვერ უზრუნველყოფს

პრემიერ მინისტრმა მოძალადეების წამახალისებელი განცხადება გააკეთა",- წერია განცხადებაში.

მოძალადეები  "ფორმულას", "პალიტრას" და სხვა მედიასაშუალებებსაც დაესხნენ თავს. თავდასხმა მოხდა "მთავარი არხის"  გადამღებ ჯგუფზეც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი