რუსთაველზე მოთარეშე მოძალადეები თავს ესხმიან სხვადასხვა მედიასაშუალებებს 

გამოქვეყნდა:

მოძალადე დაჯგუფება, რომელიც რუსთაველის გამზირზე დათარეშობს, თავს ესხმის მედიასაშუალებებს. დამტვრეულია "მთავარი არხის" ტექნიკა, ნაცემია ოპერატორის. გარდა ამისა, რადიკალები თავს დაესხნენ ფორმულას, ტვ პირველის, პალიტრას, რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფებსაც. მათი აგრესიის მსხვერპლი გახდა ტაბულა, ონ. ჯი, ნეტგაზეთი. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ჯამში სულ მცირე 10-მდე ჟურნალისტი გახდა მოძალადეების სამიზნე. ჯერჯერობით უცნობია დააკავა თუ არა ვინმე შსს-მ

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი