სახის ძვლების მოტეხილობები, ტვინის შერყევა | ნაცემი ჟურნალისტები კლინიკაში რჩებიან

გამოქვეყნდა:

მთავარი არხი, TV პირველი, ფორმულა, რუსთავი ორი, რადიო თავისუფლება, საზოგადოებრივ მაუწყებელი, პალიტრანიუსი - ყველა ვისაც მიკროფონი, კამერა ან ფოტოაპარატი ეჭირა ხელში, დღეს რადიკალ და უკიდურესად აგრესიულ თავდამსხმელებს მიზანში ჰყავდათ.

სისხლიანი ანგარიშსწორება პირდაპირ ქუჩაში პოლიციის თვალთახედვის არეალში ხდებოდა. უკიდურეს ნიშნულამდე დაძაბული მდგომარეობის მიუხედავად გომელაურის უწყებას დაპირისპირების ეპიცენტრში არაპროპორციული ძალა ჰყავდა გამოყვანილი და სამართალდამცველები ვერც კი უმკლავდებოდნენ მოძალადეებს, რითიც მათ თავისუფლად მოქმედებისა და ძალადობრივი გეგმის განხორციელების ყველანაირი საშუალება მისცეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი