რუსთაველზე, მოძალადეები თავს ჟურნალისტ ნათია კობერიძეს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი რადიკალური ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავს ჟურნალისტსა და უფლებადამცველ ნათია კობერიძესა და უფლებადამცველ ხატია ახალაიას დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ენმ-ის წევრი ეკა წამალაშვილი ავრცელებს. 

ღარიბაშვილის და საპატრიარქოს ორკებმა დღეს გამოაცხადეს ნადირობა ჟურნალისტებზე და უფლებადამცველებზე. ტ - ის მცველი ველური მამაკაცები სცემდნენ ქალებსაც!

ჟურნალისტსა და უფლებადამცველს- ნათია კობერიძეს- პარლამენტის წინ დაესხნენ თავს ველურები, სულ კაცები, ბევრნი! ისინი ერთად სცემდნენ ნათიას და ასევე უფლებადამცველ ხატია ახალაიას. თავდასხმა მოყვა ნათიას მშვიდობიან რეპლიკას, ველურებისთვის ნათქვამს, რომ რასაც ისინი დღეს სჩადიან არის ბოროტება. მოძალადე ბრბოსგან ნათია და ხატია პოლიციამ გამოიხსნა, გოგოები ტერიტორიას განარიდეს, ახლა პოლიციაში იმყოფებიან, დაკითხვაზე.

სოლიდარობა ნათიას, ხატიას და ძალადობის ყველა მსხვერპლს. სიტყვები არ მყოფნის. უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი დღევანდელი მასობრივი ძალადობის ორგანიზატორებმა და ყველა მოძალადე ველურმა!

თავდასხმისას ნათიამ ფეხსაცმელი დაკარგა. მას აქვს მსუბუქი დაზიანებები, - წერს წამალაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი