
"15 მარტის შემდეგ, რაც ქვეყანაში აცრები დავიწყეთ, იმ რიცხვიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდით 1 668 ადამიანია გარდაცვლილი და 1 664 არ იყო ვაქცინირებული, ანუ 98.6% არ იყო ვაქცინირებული.
ერთჯერადი აცრის შემდეგ ინფიცირება სადღაც 0.8%-ის ფარგლებში იყო და ორჯერადი აცრის შემდეგ რამდენი იყო ინფიცირება, ეს არის დაახლოებით 0.3%-ის ფარგლებში, სხვადასხვა ვაქცინებზე სხვადასახვაა, ეს დეტალები გამოქვეყნდება.
მაგრამ მთავარი რა არის, ორჯერ აცრილებში ჩვენ კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია".
თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.