"მწვანე ალტერნატივა" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" რიონის მცველებთან თანამშრომლობას წყვეტენ

გამოქვეყნდა:

"მწვანე ალტერნატივა" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" რიონის ხეობის მცველებთან თანამშრომლობას წყვეტენ.  მიზეზი ვარლამ გოლეთიანისა და ხეობის სხვა მცველების გადაწყვეტილებაა,  - შეერთებოდნენ რადიკალური, პროპუტინისტური დაჯგუფებების ძალადობრივ აქციას.

არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ  მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები შესაძლებლობას არ ტოვებს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში, კვლავ რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობის მოკავშირეებად დარჩნენ.

'მწვანე ალტერნატივა" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", რომლებიც რიონის ხეობის მცველების ერთ-ერთი მთავარი მხადამჭერები იყვნენმ ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება უმძიმეს იმედგაცრუებასთან და ემოციურ ტვირთთან არის დაკავშირებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი