ხევი-უბისას გზაზე მეწყერი გააქტიურდა და მიწის მასა ჩამოიშალა

გამოქვეყნდა:

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა გზის სავალ ნაწილზე მიწის მასა ჩამოიშალა.

მოძრაობა ცალმხრივად შეფერხდა. გზების დეპარტამენტმა და საპატრულო პოლიციამ მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეზღუდა გადაადგილება.

ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი