პროტესტის მე-5 დღე - მეშახტეებმა ტყიბულის მერიასთან გადაინაცვლეს

გამოქვეყნდა:

უკვე მეხუთე დღეა ტყიბულის მუნიციპალიტეტში მეშახტეები დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ მუშაობა სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უხდებათ, თუმცა შრომასთან შედარებით ანაზღაურება დაბალია. მეშახტეები ხელფასების მომატებას ითხოვენ. 4 დღის განმავლობაში ისინი აქციებს შახტის ადმინისტრაციასთან მართავდნენ, დღეს კი ტყიბულის მერიასთან გადაინაცვლეს.

ტყიბულელმა მეშახტეებმა დახმარება მერს სთხოვეს, მერი კი შახტის დირექტორს შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები ვერ შედგა.

აქციას შეუერთდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაიაც, მან აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი