შინაგან საქმეთა სამინისტროს უსუსური განმარტება - ისეთვე, როგორც უწყების თანამშრომები 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი დაჯგუფებების პირიპირ. დღეს კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ გაუხსნელი საქმეების რეკორდსმენი გომელაურის უწყებას წარმატების ძალიან დაბალი სტანდარტი აქვს. მინისტრის მოადგილე დღეს თავმომწონედ აცხადებს, რომ მოძალადეების განეიტრალების ოპერაცია წარმატებული იყო.
ალექსანდრე დარახველიძე დღეს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც დაუნდობლად სცემეს და სისხლიანი ანგარიშსწორება მოუწყვეს, უყურებდა და უმტკიცებდა, რომ 5 ივლისს სამართალდამცველები თბილისის
ცენტრს სრულად აკონტროლებდნენ.
ჩვენ დღეს გიჩვენებთ კადრებს, რომელიც ჯერ ეთერში არ ყოფილა - რა ხდებოდა რეალურად დედაქალაქის სამთავრობო კვარტალში სადაც ქართული პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში დამრბევების მოგერიების რეჟიმში მუშაობდა.