
აგრესიული და ძალადობრივი დაჯგუფებების თარეშის გამო საქართველომ პირველი და მძიმე დარტყმა უკვე მიიღო. ქვეყანამ უსაფრთხო სახელმწიფოს სტატუსი დაკარგა და ის აღარ არის უცხოელი ვიზიტორებისთვის მიმზიდველი.
ტურისტული სექტორი პანიკაშია. ჯავშნები ერთმანეთის მიყოლებით ახსნა-განმარტების გარეშე უქმდება, თუმცა ისედაც ნათელია, რატომ აღარ სურთ მოგზაურებს ქვეყანაში ჩასვლა, სადაც ტურისტების სიცოცხლე საყურის ან ფერადი სამოსის გამო საფრთხის ქვეშ დგება.
"ქართული ოცნების" გუნდის წევრები, პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ეკონომიკის არნახულ ზრდას გვპირდებიან, ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალად კი სწორედ ტურიზმს ასახელებენ. ნათია თურნავას პროგნოზით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქართველოს 10 მილიონი ტურისტი უნდა ესტუმროს, 2030 წლისთვის კი, ეს რიცხვი 14 მილიონი უნდა იყოს.
გაზრდილი კრიმინალისა და ძალადობრივი ჯგუფების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არაერთი თავდასხმისა, გაუგებარია, როგორ მოახერხებს მმართველი გუნდი დანაპირების შესრულებას და მოინდომებენ თუ არა უცხოელები ჩვენს ქვეყანას ესტუმრონ.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ნინო გიგაური