ვინ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე | "მთავარი არხის" ექსკლუზივი

გამოქვეყნდა:

ვინ გახდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე? დღეს კანდიდატების სია გასაჯაროვდა. მათ შორის არიან იურისტები, ექიმები, უფლებადამცველები და ცესკო-ს მოქმედი თამნამშრომლებიც - თუმცა არცერთი განსაკუთრებულად ცნობილი გვარი.

სპეციალური კომისია დღეს გასაუბრებისას პროფესიული შესაძლებლობების გარდა კანდიდატების პარტიული სიმპატიების, თუ კუთვნილების გამოაშკარავებასაც ცდილობდა. ასეთი ფაქტები უკვე გახმაურდა და ვინ დარჩება მოკლე სიაში ჯერჯერობით უცნობია.

საბოლოოდ, პრეზიდენტმა 8-დან მხოლოდ ორის გვარი უნდა გადაუგზავნოს პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესარჩევად.

სპეციალური  კომისია  თითქმის 5 საათის განმავლობაში უსმენდა თამარ ჟვანიას შესაძლო შემცვლელებს,  ყველაზე დიდხანს ეს პროცესი გიორგი კალანდარიშვილთან გაგრძელდა. ის ცესკო-ს მოქმედი თანამშრომელია. "მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, სწორედ ის ჩაატარებს თვითმმართველობსი არჩევნებს. 

 

იხილეთ ასევე:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი