მეუფე იოანე ამტკიცებს, რომ რატი წვერავამ "საროჩკა" თვითონ შემოიხია და ჩხუბი დაიწყო - რას პასუხობს ჟურნალისტი

გამოქვეყნდა:

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ამტკიცებს, რომ 5 ივლისს "ფორმულას" ჟურნალისტმა, რატი წვერავამ "საროჩკა" თვითონ შემოიხია და ჩხუბი დაიწყო. შეგახსენებთ, რომ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქცია სწორედ საპატრიარქოს მიერ იყო წახალისებული.

"საროჩკა სველი ჰქონდა წყლისგან, შემოიხია გადააგდო და გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და იქ დაიწყო ჩხუბი. იძახის, მღვდელმა მე არ მიშველა, არ დამეხმარაო, რაში დაგეხმარო ძმა, გინდა შენთან ერთად ვლნაძღო გარშემო ხალხი?!" - თქვა მიტროპოლიტმა. 

გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს როგორ ძალადობენ რატი წვერავაზე, როგორ ურტყამენ მას წიხლებს, იქვე იმყოფბებიან სასულიერო პირებიც, რომლებსაც არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. ჟურნალისტი ამბობს, რომ მასზე თავდასხმა სწორედ მეუფე იოანემ წაახალისა.

"მეუფე რა თქმა უნდა, მე შემოვიხიე პერანგი, იმიტომ, რომ სველი მქონდა, მე მივიყენე ფიზიკური დაზიანებები სახეზე, თავზე, სხეულზე, თქვენ სართოდ რა შუაში ხართ. რეალურად კი მეუფე იოანე გამრეკელი იყო ადამიანი, რომელმაც ბიძგი მისცა ჩემზე განხორციელებულ ძალადობას, კიდევ კარგი, რომ არსებობს ტელევიზიების მიერ გადაღებული კადრები, არსებობს ფოტოები სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჩემზე, თორემ დარწმუნებული ვარ ეს ადამაინები ამ ვერსიას განავითარებდნენ", - თქვა რატი წვერავამ. 

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს არაერთი მედიის წარმომადგენელი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, თავს 53 ჟურნალისტს დაესხნენ, პროკურატურამ ამის გამო 8 პირს წარუდგინა ბრალი.

6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქციის პარალელურად ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა, რამდენჯერმე გაარღვიეს პოლიციის კორდონი, იყო დაპირისპირება. ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქვებს, ბოთლებს, ასაფეთქებელ პიროტექნიკას და სხვა ნივთებს ისროდნენ. მას შემდეგ კი რაც პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან მედია და აქციის მონაწილეები გაიყვანა ადგილი დაიკავეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს.

6 ივლისს პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა, მათ შორის 68 ხელწერილით გაათავისუფლეს. უწყების ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე პოლიციელიც, დაზიანდა მათი მანქანებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი