
"მინდა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ სოლიდარობა მედიის წარმომადგენლებს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რამხელა მონაპოვარია მედიის თავისუფლება. ის აგრესია და ძალადობა, რომელიც ჩვენ მედიის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ, კატეგორიულად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ყველა სწორად მოაზროვნე ადამიანი გმობს ამ ძალადობას და არავისთვის მისაღები არ არის, როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური ძალადობა.
ჩვენ ყველამ ერთად, ვინც სწორად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული, წინ წასული, იყოს დემოკრატიული, იყოს თავისუფალი, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული, ადამიანებში იყოს ურთიერთპატივისცემა, იყოს მეტი განათლებული ადამიანი. პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ და არაფერს დავიშურებ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს, განვითარებული იყოს და იყოს ერთ-ერთი მოწინავე ევროპაში".
თქვა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, 5 ივლისს მედიაზე თავდასხაზე საუბრისას, რომლის დროშაც 53 ჟურნალისტი დაშავდა.