ენით აუწერელი ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე - ცხოველთა უფლებების დამცველები სწორედ ამ კომენტარით ავრცელებენ კადრებს, რომლებშიც მიუსაფარი ძაღლების ცხოვრება ჩანს.
სამოქალაქო აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ბათუმის მერიამ ქალაქიდან ძაღლების გაყვანა დაიწყო და მათ ძირითადად ნაგავსაყრელზე ტოვებენ.
ახლა ცხოველები მეზობლად მცხოვრებთა და აქტივისტების იმედზე არიან, ქალაქის ადმინისტრაცია კი უარყოფს ვანდალიზმის ბრალდებას და საზოგადოებას ფაქტების გარკვევას ჰპირდება.