ძლიერი წვიმის შედეგად წყნეთში გზები დაიტბორა და საცხოვრებელ სახლში წყალი შევიდა - ვიდეოს სოციალურ ქსელში თამარ მამისაშვილი ავრცელებს.
როგორც mtavari.tv-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, წვიმით გამოწვეული პრობლემებით, თბილისიდან 40-მდე შეტყობინება შევიდა და ყველა მათგანზე რეაგირება უკვე მოხდა.