ხანძარი გორის გაზგასამართ სადგურზე - 2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა 

გამოქვეყნდა:

გორში, გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული სამი პირიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

,პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ისინი თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს. ერთი კი რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა მკურნალობს გორმედში განაგრძობს.

"შემოყვანილია სამი პაციენტი, სამივე მათგანს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, გაეწიათ ადეკვატური სამედიცინო დახმარება, ერთის მდგომარეობა მსუბუქია, ორ პაციენტს კი აღენიშნება სხეულის მრავლობითი დამწვრობა და იგეგმება მათი გადაყვანა თბილისში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში“, - განაცხადა "გორმედის" ქსელის კლინიკურმა დირექტორმა

გორში შინდისის გზატკეცილზე მდებარე გაზგასამართ სადგურში ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ავტოცისტერნაში თხევადი აირი ჩასხმისას აალდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

არსებობდა აფეთქების საფრთხეც რადგან ტერიტორიაზე რამდენიმე დიდი ტევადობის ცისტერნაა დამონტაჟებული.

პოლიციამ ხალხი უსაფრთხო ადგილას გაიყვანა, ადგილზე სახანძრო ბრიგადების  დროულად გამოცხადების შედეგად ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი