"დავამტკიცებ, რომ თქვენ შეგეშალათ" - ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი "მთავარი არხის" ჟურნალისტს 

გამოქვეყნდა:

"შეგეშალათ, ის არ ყოფილა"- ასე პასუხობს "მთავარი არხის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატი, ჟურნალისტის კითხვას ძალადობაზე, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს ბრალდებული თემურ ხარაული "მთავარი არხის" ოპერატორს, დავით ახალაძეს.

"სამართლებრივად მედავებით, მე გეუბნებით, რომ მე სასამართლოში დავამტკიცებ, რომ თქვენ შეგეშალათ. თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით, თუ კითხვა პასუხის რეჟიმია", - უთხრა მან "მთავარი არხის" ჟურნალისტს, დეა მამისეიშვილს, რომელიც დაზარალებულია.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ 4-ვე პირს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი