5 ივლისის ძალადობა არ ყოფილა შემთხვევითი, სპონტანური და მოულოდნელი. ძალიან ბევრი ფაქტორი მიანიშნებდა იმას, რომ აგრესიულად განწყობილი ადამიანები, რომლებიც კრემლის პირდაპირი გავლენის ქვეშ არიან - რაღაც სერიოზულ პროვოკაციას ამზადებდნენ.
ამას წინ უსწრებდა ორგანიზებული ჯგუფის მთავარი სპონსორის, ვასაძის შეხვედრა ცნობილ რუს იდეოლოგ - დუგინთან. წინ უსწრებდა აგრესიული მოწოდებები, მათ შორის ჟურნალისტების მისამართით. ეს არ ყოფილა თარეში, არამედ იყო კარგად ორგანიზებული იერიში სამოქალაქო საზოგადოებაზე და ჟურნალისტებზე. იმ ადამიანებზე - ვინც დემოკრატიის ბოლო ბასტიონია ამ ქვეყანაში. თან ეს აგრესია მიეკერა გარყვნილების წინააღმდეგ ბრძოლას და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას - რომ რაც შეიძლება მეტად გაებრაზებინათ სამიზნე აუდიტორია.
მაგრამ "პრაიდის" წევრები ან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების ნაცვლად კი პირველივე ჯერზე რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვებს და იქ გამაგრებულ სამოქალაქო აქტივისტებს დაეტაკნენ, შემდეგ ჟურნალისტებს გადაუარეს. მოძალადეები ორგანიზებულ ჯგუფებად გადაადგილდებოდნენ, ასრულებდნენ კონკრეტულ მითითებებს, მიყვებოდნენ კონკრეტულ გეგმას, რომელიც არც ფაშისტური ტელევიზია "ალტ-ინფოს" სტუდიაში არ დაწერილა, და არც ლევან ვასაძის მდიდრულ რეზიდენციაში, არც საპატრიარქოს დერეფანში, არამედ პირდაპირ კრემლში.
ქეთა ციცქიშვილის სიუჟეტი - "5 ივლისი - ორგანიზებული დანაშაული"