"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ლაშქარავას რამდენიმე დღის წინ, თბილისში განვითრებული მოვლენების დროს მოძალადეები სასტიკად გაუსწორდნენ.

განსაკუთრებული სისასტიკით მას მოძალადე ჯგუფები მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

"მთავარი არხი" უსამძიმრებს ლექსოს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად მედიას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი