"დედა როგორც ყვება, გუშინ საღამოს როდესაც დაბრუნდა სახლში ჩვეულებრივად დაიძინა, დღეს როდესაც შევიდა დილით, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება, თუ არ ვცდები, ლექსო იყო უკვე გარდაცვლილი",- ამბობს "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
რამ გამოიწვია "ტვ პირველის" ოპერატორის სიკვდილი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მას 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისთან მოძალადეების დაჯგუფება სასტიკად გაუსწორდა, დამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები და დასჭირდა ოპერაცია.
ლექსო ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
მის საცხოვრებელ სახლთან იკრიბებიან მეგობრები და კოლეგები.