ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი მთავარი არხის ჟურნალისტს დაემუქრა.
"შენ ერთხელ უკვე მოგხვდა და კიდევ მოგხვდება, თუ არ გაჩერდები". - უთხრა მან ირაკლი ვაჩიბერაძეს. მან ჟურნალისტს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის მხრიდან ფიზიკური ძალადობა გაუხსენა.
მეუფე იოანე გამრეკელი 5 ივლისის მოვლენებში მონაწილეობის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. მიტროპოლიტმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და მედიას დააკისრა. წმინდა სინოდის წევრმა მის თვალწინ ნაცემ ჟურნალისტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჟურნალისტმა ის სივრცე გადაკვეთა, რომელი აკრძალული იყო. მეუფე იოანემ ასევე ჟურნალისტებს მოძალადეები უწოდა და კითხვის დასმის გამო კი მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, "ყაყანი შეეწყვიტათ". მეუფის გაღიზიანება იმ კითხვებმა გამოიწვია, რომელიც პრაიდის საწინააღმდეგო აქციას და მასში მონაწილეობას ეხებოდა. მან ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც ადგილზე მრევლის ხმაური მოყვა. მან გარკვეულ წილად მუქარაც გააჟღერა. "ნუ ყაყანებთ, თუ გაინტერესებთ, მომისმინეთ, ახლა თქვენც ძალადობთ. არ მსურს ყველასთან საუბარი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება, კითხეთ ხელისუფლებას. რაც შეეხება ფორმულას ჟურნალისტს ის იმ სივრცეში შემოვიდა, რომელიც მისთვის აკრძალული იყო. თქვენ, რომ შემოვარდეთ ეკლესიაში და ხელი შემიშალოთ, მე პოლიციას გამოვიძახებ-"განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.