3 საათიანი ლოდინის შემდეგ, დამოუკიდებელ ექსპერტს, ალექსანდრე გეჯაძეს ექსპერტიზაში ჩართვის უფლება მისცეს

გამოქვეყნდა:

3 საათიანი ლოდინის შემდეგ, დამოუკიდებელ ექსპერტს, ალექსანდრე გეჯაძეს ექსპერტიზაში ჩართვის უფლება მისცეს - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ მიმართა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.

უცნობია, რატომ დასჭირდა რამდნიმე საათი უწყებას იმისთვის, რომ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო, ალექსანდრე გეჯაძე ბიუროში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. 

"დამირეკეს სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებიდან და მითხრეს, რომ ნებართვა გამოძიების მიერ უკვე წარდგენილია. წარმოდგენილია ავადმყოფობის ისტორიაც და შევდივარ იმისთვის, რომ მონაწილეობა მივიღო გამოკვლევის პროცესში",- ამბობს ალექსანდრე გეჯაძე. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ალქესანდრე გეჯაძე "ტვ პირველის" ინიციატივით ჩაერთო. 

დღეს, 11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ოპერატორს 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი