"როცა სიტყვები ზედმეტია" -  მდუმარე აქცია თელავში

გამოქვეყნდა:

"როცა სიტყვები ზედმეტია" -  ამ ლოზუნგით მდუმარე აქცია გაიმართა თელავში

ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო,  ოჯახს და მის კოლეგებს მიუსამძიმრეს. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა პროტესტის ნიშნად, კამერები და მიკროფონები  დაალაგეს.

მათ კიდევ ერთხელ დაგმეს 5 ივლისს,  თბილისში მომხდარი ძალადობა, რა დროსაც ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებზე იძალადეს. ისინი სრულ პასუხისმგებლობას მომხდარზე ხელისუფლებას აკისრებენ.

სოლიდარობის აქცია დღეს გორსა და ბათუმშიც გაიმართა. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი