შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ვიდეოკადრებს ასაჯაროებს და ოჯახისგან მის ტელეფონს ითხოვს

გამოქვეყნდა:

TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო განცხადება გააკეთეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ასევე, მიმდინარეობს იმ პირების გამოკითხვა, ვისაც ბოლო პერიოდში გარდაცვლილთან შეხება ჰქონდა. მისივე თქმით, გამოძიება გადაადგილების მარშუტის ამსახველ კადრებს შეისწავლის.

შსს-ს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მოუწოდებს, გამოძიებას გადასცენ ლაშქარავს კუთვნილი მობილური ტელეფონი. უწყება საზოგადოებას მოუწოდებს, ნაადრევი დასკვნებიდან თავი შეიკავონ და გამოძიებას დაელოდონ.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, 5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავას ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი