პატრიარქი უნდა დააკავოს პოლიციამ, ილია მეორეა მთავარი დამნაშავე - ბასილ კობახიძე

გამოქვეყნდა:

ილია ll მთავარი დამნაშავეა და უნდა დააკავონ, მეუფეები და მრევლი - შემსრულებლები - ასე ეხმაურება თეოლოგი ბასილ კობახიძე "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს. 

"პატრიარქი ილია მეორე უნდა დააკავოს პოლიციამ. მის კოტიტა თითებზეა ლექსო ლაშქარავას სისხლი. ნუ გეშინიათ და თავს ნუ იტყუებთ, პირდაპირ უნდა დასახელდეს მთავარი დამნაშავე. ილია მეორეა მთავარი დამნაშავე, ხოლო ბანდიტი მეუფეები სისხლისმსმელი მღვდლები და გავეშებული მრევლი - შემსრულებლები. ილია მეორეა მთავარი ურჩხული, როგორც საშინელებათა ფილმებშია - დიდი მთავარი ურჩხული, რომელიც მართავს შედარებით მცირე ურჩხულებს. ამიტომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ამ დრაკონის, რომელსაც რატომღაც ეკლესია ჰქვია, მთავარი თავი ილია შიოლაშვილი და მეორადი თავები - შიო მუჯირი, ანდრია ჯაღმაიძე, სტეფანე კალაიჯიშვილი, იაკობ იაკობიშვილი, სპირიდონ აბულაძე, შალვა კეკელია, და კიდევ მრავალი",- ამბობს ბასილ კობახიძე.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი