ძალადობის აღსაკვეთად აშშ-ს თვეები დასჭირდა, ჩვენთან პოლიციამ რამდენიმე დღეში შეძლო - სუბარი

გამოქვეყნდა:

ყველაფერს ვერ ახერხებს სახელმწიფო პირველ წუთებში. რამდენიმე საათში მოხდა ლოკალიზება ამ ძალადობის, მაშინ როცა ჩვენ გვახსოვს რამდენი თვე გრძელდებოდა შეერთებულ შტატებში ძალადობის აქციები, რომელსაც სახელად ერქვა Black lives matter. 20-მდე ადამიანი მოკვდა ამ ძალადობების დროს, ასეულობით პოლიციის, მერიის, გუბერნატორების შენობები იქნა დარბეული და დანგრეული, აღარ ვლაპარაკობ, რამდენი მაღაზია დაიწვა და რამდენმა ადამიანმა თვალი დაკარგა, 10-მა ადამიანმა მთლიანად დაკარგა მხედველობა, 30-მდე - ნაწილობრივ, უამრავი დაზიანებული, მაღაზიების ძარცვებზე აღარ ვლაპარაკობ. მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს დასჭირდა თვეები, რომ ეს ძალადობა აღეკვეთა, მაშინ, როცა ჩვენთან პოლიციამ მართლა შეძლო, რომ რამდენიმე საათში სრულად მოეხდინა ლოკალიზება ამ ძალადობის.

თქვა იმედის ეთერში "ქართული ოცნების" დეპუტატმა, სოზარ სუბარმა 5 ივლისის აქციებზე საუბრისას. აქციაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი დაჯგუფებების თავდასხმების შედეგად 53 მედიის წარმომადგენელი დაშავდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი