"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამიზირიდან გადაინაცვლეს, სამართალდამცველების დიდი მობილიზებაა. როგორც ისინი ამვობენ, "საზოგადოებრივ წესრიგს" იცავენ, ისე "როგორც 5 ივლისს იცავდნენ". |"მთავარის" ჟურნალისტის შეკითხვაზე კი "რატომ არ იყო 5 ივლისის აქციაზე სამართალდამცველების მსგავსი მობილიზება", მათ პასუხი არ აქვთ.
"სადაც საჭიროა, იქ არის პოლიცია ყოველთვის" - ამბობს ერთ-ერთი სამართალდამცველი, "მთავარი არხის" ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის შეკითხვას კი, "53-დან ერთ-ერთი ვარ გიდგავართ თვალწინ და თქვენ დაიცავით ჩემი უსაფრთხოება?" - არ პასუხობს.
ცნობისთვის, დეა მამისეიშვილი ერთ-ერთია იმ 53 ჟურნალისტისგან, რომელიც 5 ივლისს მოძალადეებმა სცემეს.