ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ბანერები, საღებავები და კვერცხები მიიტანეს.
აქტივისტებმა მმართველი პარტიის შენობას კვერცხები დაუშინეს, რასაც სამართალდამცველების გაღიზიანება მოჰყვა.
აქციის მონაწილეები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ და აპროტესტებენ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს - ძალადობას ჟურნალისტების მიმართ და TV პირველის ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას.