"ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე "პირველი არხის" ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს. სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით.
არსებული ინფორმაციით, მას "ქართული ოცნების" ოფისთან ახლოს მისვლა უნდოდა, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც ჟურნალისტი არ დაემორჩილა, შედეგად კი დააკავეს.
მანამდე კი, გუშინ, 11 ივლისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წამყვანმა ირაკლი აბსანძემ, დირექტორს ასე მიმართა: "შსს ეს რა იკადრეთ, თქვენი დედა მოვ**ან... მომხსენი ეთერიდან, თუ ტ***ი გაქვს".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, "ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე 12 პირია დაკავებული, უწყება 12-ვეს ადმინიტრაციული წესის დარღვევას ედავება.