საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას პროტესტის ნიშნად ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა გამოსვლა შეაწყვეტინეს. მათ გარდაცვლილი კოლეგის, "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები გამოიტანეს და გაშალეს წარწერები "გადადგეს ღარიბაშვილი", დაისაჯონ დამნაშავეები".
ჟურნალისტების საერთო სათქმელი "ფორმულას" კორესპონდენტმა გააჟღერა.
"დატოვოს თანამდებობა პრემიერმმინისტრმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი, მოძალადე პრემეირმინისტრი და დაუყონებლივ უნდა წავიდეს თანამდებობიდან, გარდა ამისა, რასაკვირველია დამნაშვეები უნდა დაისაჯონ",- თქვა "ფორმულას" ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ.
ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტრიბუნასთან გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას ფოტო დატოვეს.
მედიის წარმომადგენლების გამოსვლის შემდეგ მინისტრის მოადგილემ ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა.
ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისთან მოძალადეების დაჯგუფება სასტიკად გაუსწორდა, დამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები და დასჭირდა ოპერაცია. 11 ივლისს "ტვ პირველის" ოპერატორი ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ.