TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა ამბობს, რომ პროკურატურა თავისი ვერსიებით გარდაცვლილის სახელის წაბილწვას ცდილობს. ლაშქარავას დედა ამბობს, რომ ის ნარკოტიკების ზედოზირებით არ გარდაცვლილა.
"ცდილობენ, როგორმე ლექსოს სახელი წაბილწონ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თაიასთვის? რატომ? ასე ცაში აყვანილი, ყველა გიჟდებოდა და რას, რომ მის შვილს...
ჩემთვის ნარკომანზე უფრო საზიზღრობა არ არსებობს, ჩემ შვილს ეს სახელი რატომ უნდა მისცე. ნარკომანი? ეს სახელი? ჩემ შვილს რატომ?", - თქვა ლექსო ლაშქარავას დედამ.
გუშინ, 11 ივლისს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ლაშქარავას გარდაცვალებაზე შუალედური დასკვნა გაასაჯაროვეს. პროკურატურის ვერსიით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება ყოფილიყო.
პროკურატურის ვერსიის არ სჯერათ ოჯახის წევრებს, საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებს. ისინი პასუხისმგებლობას პრემიერმინისტრს აკისრებენ და ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.
ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. 5 ივლისს რადიკალური და ძალადობრივი დაჯგუფების წევრები მას სასტიკად გაუსწორდნენ. აქციაზე ძალადობრივ ქმედებებს კი სწორედ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები უძღოდა.