ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უბისა-შორაპნის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ერთ-ერთი დასაქმებული დაშავდა. სამშენებლო სამუშაოებზე მომუშავე ბულდოზერის ოპერატორს ტრაქტორმა გადაუარა. მას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუშინეს, შემდეგ კი ზესტაფონში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ორივე ქვედა კიდურის ამპუტაცია სჭირდებოდა, თუმცა მედიკოსების რამდენიმე საათის მუშაობის შემდეგ ერთი კიდურის შენარჩუნება მოხერხდა. მკურნალობის ხარჯებს დაფარავს გზებისა და ხიდების ჩინური კომპანია, რომელიც აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობას აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო. სამართალდამცავებს მოუწევთ დაადგინონ, დაუდევრობის შედეგად მოხდა ინციდენტი თუ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო.