ტრაგედია აღარ ჰქვია ამას, სახელმწიფოს და საპატრიარქოს პირდაპირი ომი აქვს - ბექა ყორშია

გამოქვეყნდა:

"უმძიმესი ტრაგედია აღარ ჰქვია ამას... პირდაპირი ომი აქვს სახელმწიფოს და საპატრიარქოს" - "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ბექა ყორშია მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ის მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას პანაშვიდს ესწრება.

ჩვენ ჯერ კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული, რეალურად რა ხდება აქ, რახან ვართ ინსაიდერები, გვიჭირს დისტანცირება ამ ტრაგედიისგან, რომ დავაკვირდეთ შორიდან რა დაგვემართა. უმძიმესი ტრაგედია აღარ ჰქვია ამას, რამაც გააჩინა საზოგადოებაში და განსაკუთრებით ჟურნალისტებში იმის ობსესიური შიში, რომ ნებისმიერი შეიძლება გახდეს შემდეგი. ესეთი ზეწოლა, რეპრესია, არა მხოლოდ ჟურნალისტებზე, ყველაზე ვინც ცდილობს საკუთარი აზრი დააფიქსიროს ღიად, ეს არი პირდაპირი ომი სახელმწიფოს და საპატრიარქოს, - თქვა ბექა ყორშიამ. 

მისი თქმით, ხელისუფლება თავიანთი ამორალურობის თამასას ყოველდღიურად მაღლა წევს და ამ "ჭაობს" რაც დღეს ქვეყანაშია შეუძლებელია რაციონალური ახსნა ჰქონდეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი