ლექსოსთვის, დაისაჯონ დამნაშავეები - ამ მოწოდებებით ქუთაისში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს. ამ ფორმით მათ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარი იმერეთიდან გამოუცხადეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლები სიმბოლურად მერიასთან შეიკრიბნენ და 5 ივლისს განვითარებული მოვლენები დაგმეს.
ჟურნალისტების თქმით, მომხდარში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ისინი დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ. დღეს ადგილობრივმა მაუწყებლებმა გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაგებად და სოლიდარობის მიზნით რამდენიმე წუთით მაუწყებლობა შეაჩერეს.