
"ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის უკან, ორგანიზატორი, ან ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის წამახალისებელი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, დაიცვას თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე... წარმატებული, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი არის, როგორ ზრუნავს და იცავს უმცირესობების ინტერესებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვას, იმდენად უკვე ნდობა და ფასი აღარ აქვს, იძულებულები არიან დაარღვიონ კანონი და ნაწილ-ნაწილ საზოგადოებას შესთავაზონ ვერსიები, სამარცხვინოა, ეს პირდაპირ მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე".
- ამბობს ექსპრემიერი გიორგი გახარია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. ცნობისთვის, სწორედ გახარიას შს მინისტრობის დროს მოხდა "გავრილოვის სისხლიანი ღამე".