გორში პატრიარქის და საპატრიარქოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკი იყო.
აქციაზე შეკრებილები პატრიარქსა და საპატრიარქოზე ძალადობას აპროტესტებენ, თუმცა სასულიერო პირებისგან ძალადობა ვერ დაინახეს.
გიორგი კანდელაკი მხარდაჭერას პრემიერ ღარიბაშვილსაც უცხადებს და ამბობს რომ არ უნდა გადადგეს.
ძალადობა არ შეიძლება მაგრამ როგორ არის იცით? იქ ვიღაცებმა შეიძლება ჩაიდინეს რაღაცა ცუდი, მაგრამ დღეს რაც ხდება ტელევიზიებიდან, რომ საპატრიარქომ მოუწოდა და ვითომ მთავრობამ მოუწოდა, ტყუილია. არავის არ მოუწოდებია. იქ რო ასი ათასი კაცი იდგა შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ჩაიდინა, რა თქმა უნდა ძალადობას ყველა ადამიანი გმობს - ამბობს კანდელაკი.