
„საქართველო არ არის ამერიკა, რომ რაღაც სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს, როგორიც აქვს ნასას, ან პენტაგონს. საქართველოს ჰქონდა ის რესურსი, რომელიც მოსალოდნელ დატვირთვებს გაუძლებდა, მაგრამ გუშინ იყო 500 000 მცდელობა. ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 1/5 თუ ერთ დღეს მოინდომებს შეღწევას მონაცემთა ბაზაში, ვერ მოხერხდება ეს. თვითმფრინავით, რომელიც გათვლილია 200 მგზავრზე ერთ დღეს, რომ მოინდომოს მგზავრობა 1000-მა ადამიანმა ხომ ვერ შეძლებს?! "
თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინაციის პორტალთან დაკავშირებულ შეფერხებაზე.