მუქარა "ალტ-ინფოს" ეთერიდან - 200-ზე მეტი ჟურნალისტის მიმართვა პროკურატურას

გამოქვეყნდა:

"ლექსოსთვის ჩვენ არ დავიღლებით და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ყველა მოძალადე არ იქნება შესაბამისად დასჯილი" - ცოტა ხნის წინ გენერალურ პროკურატურაში მედეიამენეჯერების და 200-ზე მეტი ჟურნალისტის სახელით სპეციალური განცხადება შევიდა.

ჟურნალისტები ირაკლი შოთაძეს მიმართავენ კითხვით - დაიწყო თუ არა "ალტ ინფოს" ეთერში გაკეთებული ძალადობრივი განცხადებების შესწავალა. მედიის წარმომადგენლები ასევე ითხოვენ საგამოძიებო უწყება "ალტ ინფოს" დაფინანსების წყაროთიც დაინტერესდეს. 

განცხადებაში ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ 5 ივლისს ძალადობის ორგანიზატორებს წარმოადგენდნენ მედია საშუალება "ალტ ინფოს" ხელმძღვანელები და წამყვანები. აღნიშნული დასტურდება მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადებით და ძალადობისკენ მოწოდებით.

"გთხოვთ გვაცნობოთ მიმდინარეობს თუ არა გამოძიება მედია საშუალების "ალტ ინფოს" ეთერში გაკეთებულ მუქარის შემცველ განცახდებებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის პირდაპირ მოწოდებების ფაქტზე.

დადებით შემთხვევაში გთხოვთ შეგვატყობინოთ რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება და მიცემულია თუ არა ვინმე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. მიგვაჩნია, რომ ხსენებულ პირთა მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და იმ შემთხვევაში, თუ არ არის გამოძიება უკვე დაწყებული ამ ფაქტზე, გთხოვთ უზრუნველყოთ გამოძიების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარება, რათა დამნაშავეებს დაეკისროთ სათანადო პასუხისმგებლობა და მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები", - წერია ჟურნალისტების განცხადებაში.

ჟუნრალისტებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ არ უნდა დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების გატარება  და საქართველოში ანტი-დასავლური პროპაგანდის გავრცელება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი