დღეს, დიღმის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე დაბარებულები არიან 5 ივლისს ნაცემი ჟურნალისტები. ცოტა ხნის წინ, სამმართველო დატოვა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა დათო ქორიძემ, რომელიც დღეს დაზარალებულად ცნეს.
როგორც "ფორმულას" ჟურნალისტი რატი წვერავა ამბობს, 5 ივლისს მასზე განხორციელებულ ძალადობაზე ბრძანების გამცემი "ალტ ინფოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურა მახარაძე იყო.
"გამომძიებლებს ვუთხარი, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც გასცემდა ჩემზე ძალადობის დავალებებს და ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ უნდა ვეცემე იყო სწორედ ზურა მახარაძე. ეს ინფორმაცია არის გამოკითხვის ოქმშიც", - ამბობს წვერავა.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით გამომძიებელს აქამდე მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა დღეს დაუკავშირდა და უთხრა, რომ გამოკითხვის ოქმში რაღაცები უნდა დაზუსტდეს და დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს.