დაპირისპირება კომენდანტის საათის დროს - ნაცემია რამდენიმე არასრუწლოვანი

გამოქვეყნდა:

ფიზიკური დაპრისპირება კომენდანტის საათის დროს - ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრებლის მცხოვრებლებსა და პოლიციას  შორის დაპირსპირება მოხდა. ნაცემია რამდენიმე არასრულწლოვანი. 

ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსის სადარბაზოსთან  მდგომ რამდენიმე პირთან სამართალდაცველები მივიდნენ და მათი დაჯარიმება გადაწყვიტეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბში მეზობლებიც ჩაერთნენ.

ადგილობრივები შსს-ს მიმართავენ და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვენ.

მოხდა ჩხუბი ეზოში. ბავშვები არიან დაშავებულები, გალახა მეოთხე რაიონის პოლიციამ. ერთმა პატარა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას, თავში დასცხეს, ჩემი შვილი ჩაუდგა, ყველა ჩაუდგა. შეხედეთ, ბავშვი რას ჰგავს, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

ადგილობრივთა ინფორმაციით, დაპირისპირებაში დაახლოებით ოცდაათამდე სამართალდამცველი ფიგურირებდა. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი