გადადგეს პრემიერი და დაისაჯონ მოძალადეები! რუსთაველის გამზირზე დღეს მედიის წარმომადგენლები ისევ შეიკრიბებიან. მასშტაბური აქცია საღამოს 6 საათზე გაიმართება. ჟურნალისტების მთავარი მოთხოვნაა ქართულმა ოცნებამ აიღოს პასუხისმგებლობა 5 ივლისის მოვლენებზე, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური და ასევე დაისაჯონ ჩვენი კოლეგის ლექსო ლაშქარავას მკვლელები.
ჟურნალისტების საპროტესტო აქციებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უერთდებიან . საპროტესტო მუხტი არ უნდა განელდეს და ხელისუფლება ხალხის პროტესტის ხმა ქუჩიდან უნდა მივაწვდინოთ - აცხადებენ ისინი და საკუთარ მხარდამჭერებს , მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.