ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებმა პარლამენტის დეპუტატების ხმათა 2/3 ვერ მოიპოვეს.საჭირო 100 ხმის მოპოვება ვერც გიორგი სანტურიანმა და ვერც გიორგი კალანდარიშვილმა ვერ შეძლო. კალანდარიშვილმა დღეს 88 ხმის მიიღო.
კენჭისყრის პროცედურები დამატებით კიდევ გაიმართება, მაგრამ თუ კანდიდატები ხმების 2/3 ისევ ვერ მიიღებენ, ამ შემთხვევაში ცესკოს დროებით თავმჯდომარეს "ქართული ოცნება" უმრავლესობით დაამტკიცებს.
პარლამენტში კენჭისყრის პროცედურები უკვე დასრულდა.