ერთი ინფიცირებული ბოლო 24 საათში - პოზიტიური პროგნოზის მიუხედავად, მედიკოსები მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების შესუსტებას არ ურჩევენ

გამოქვეყნდა:

ერთი ინფიცირებული და ოცდაოთხი  გამოჯანმრთელებული ბოლო 24 საათში. კორონავირუსის გავრცელების დამაიმედებელი სტატისტიკის მიუხედავად, მედიკოსები მოსახლეობას უსაფრთხოების ნორმების შესუსტებას არ ურჩევენ. თბილისის ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მოსახლეობა თავყრილობებს და საზოგადოებრვი თავშესყრის ადგილებს ჯერ კიდევ უნდა მოერიდოს.

დღეს მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა შეემატა და შვიდას ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა ოცდაოთხით. ქვეყანას სჭირდება განვითარება, ეკონომიკას სჭირდება განვითარება და ამისთვის შეზღუდვები და აკრძალვები უნდა მოხსნილიყოო, მაგრამ ჩვენ ვეცადოთ, რომ მე, თქვენ, მოსახლეობის თითოეულმა წევრმა ძალიან გაგებით შეხედოს ამ სიტუაციას და ეცადოს, რომ რაც შეიძლება ნაკლები თავყრილობები გვქონდეს და მონაწილეობა თითოეულმა ნაკლებად მივიღოთ,- აცხადებს მარინა ეზუგბაია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი