"მაგათმა მომიკლეს შვილი... წელი გავიდა და არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ გვაქვს" - თამარ ბაჩალიაშვილის მამა

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გაუჩინარებიდან 1 წელი გავიდა. ერთი წლის შემდეგაც კი ოჯახი ამბობს, რომ საკუთარი შვილის საქმეში არაერთი კითხვა აქვთ, თუმცა ამ შეკითხვებზე პასუხი არ მიუღიათ:

"მაგათმა მომიკლეს შვილი, ეს სცენარი რაც ახლა გაითამაშეს, ვითომ აფთიაქებში დადიოდა [ლექსო ლაშქარავა] ზუსტად თამარის ამბავის მსგავსია. ამ მანიაკობით სადამდე უნდა იცხოვროს ადამიანმა?! ამ არაკაცების ხელში რა უნდა გააკეთოს ადამიანმა?! დღემდე, წელი გავიდა და არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ გვაქვს, ვინც გამოიყენეს ამ საქმეში ყველა დააწინაურეს, ლილუაშვილი, შოთაძე, მკვლლი ღარიბაშვილი, პასუხი უნდა აგონ ამ საქმეზე არ გამოიძიეს იმიტომ, რომ საკუთარ თავს ხომ ვერ დაიჭერდნენ?! ეს მანიაკები, ქვეყნის გამყიდველები, მკვლელები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაქრნენ", - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა.

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი