ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ოპოზიციის წევრებმა ისაუბრეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ თუ "ოცნება" ისევ ასე გააგრძელებს, ევროპელმა პარტნიორებმა გადახედონ დაფინანსებისა და საქართველოსთვის დახმარების საკითხს.
ცნობილი ხდება, რომ შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა - სასამართლო რეფორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი იყო. როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, რომ პრეზიდენტ მიშელთან ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ არღვევს "ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებას სასამართლო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით. მიშელმა კი აღნიშნა, რომ ამ პროცესში ჩათულობას გააგრძელებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ამ დროისთვის შარლ მიშელისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს.