"ენმ-ის აქტიური მხარდამჭერი ვარ.. ამის გამო დაიწყეს ჩვენი დასჯა" | უკრაინელი მეზღვაურების პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

გათავისუფლებულმა მეზღვაურმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრმა მიხეილ ბატურინმა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი თავისუფლება სწორედ ზელენსკის ძალისხმევის შედეგია.

ბატურინი ყვება, რომ მოსამართლემ არაერთხელ სცადა მათთვის პირობები შეეთავაზებინა და ამ გზით მათი აღიარება მოეპოვებინა, თუმცა უშედეგოდ.

"მადლობას ვუხდი ბატონ ზელენსკის უდიდეს მადლობას ვუხდი მას, რომ არა მისი ძალისხმევა ეს არ მოხდებოდა. აქტიური მხარდამჭერი ვარ "ნაციონალური მოძრაობის", აქტიური მონაწილე ვიყავი საარჩევნო პროცესებშიც. დამსაჯეს, რა თქმა უნდა, დაიწყეს ჩემი დაკავება. ერთ-ერთ პროცესში მოსამართლე ზეწოლას აწარმოებდა, დაიწყო ვაჭრობა, რომ ამ მუხლით თუ აღიარებთ 1000 ლარით გამოვუშვებთ გარეთო, ეს ყველაფერი ასახულია დისკებზე, ცდილობდნენ, რომ ხელი მოგვეწერა თხოვნაზე. ბოლოს მკაფიო რომ იყო პოზიცია, არანაირ შეწყალებას ჩვენ არ ვითხოვდით, იმიტომ,რომ ვართ სრულიად უდანაშაულოები, იკადრეს ისეთი რამ, მოაგზავნეს ექთანი სამედიცინო ბლანკით",- ყვება მიხეილ ბატურინი.  

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი, რომელთაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეიწყალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი