
5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისში მომხდარ თავდასხმაზე მოძრაობის წევრები დღეს გამოიკითხებიან. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებაში სამოქალაქო აქტივისტები მხოლოდ მათი მიმართვის შემდეგ დაიბარეს. "სირცხვილიას" წევრები ამბობენ, რომ ძალადობის ორგანიზატორებმა ზუსტად იცოდნენ მათი ოფისის მისამართები.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ უშუალოდ მოძალადეების გარდა, დაისაჯონ ამ ძალადობის ორგანიზატორებიც. მათი ნაწილის სახელი და გვარები უკვე ვიცით: ეს არის კონსტანტინე მორგოშია, ზურა მახარაძე, რომლებიც პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდნენ ძალადობაზე, - ამბობს მარიამ დოლიძე.
ცნობისთვის, ძალადობრივი ჯგუფები, "ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას სწორედ სირცხვილიას ოფისის დერეფანში გაუსწორდნენ, რასაც საბოლოოდ ოპერატორის გარდაცვალება მოჰყვა.