
"ბატონმა კალაძემ ბრძანა, რომ დასასჯელი და სამარცხვინოა ყველა, ვინც იმ დღეს ჟურნალისტებს არბევდა, ვინც სიძულვილს და ძალადობას თესავს, ოღონდ ამას რომ ამბობდა გვერდში ედგა ღარიბაშვილი და კობახიძე და არის ივანიშვილის იმ გუნდის წევრი, ვინც წლებია ამ ყველაფერს აკეთებდა და ვინც ეს ძალადობა დააორგანიზა.
ამიტომ არავინ არ უნდა მოტყუვდეს, კალაძისთვის და ოცნებისთვის ხმის მიცემა არის მორგოშიასთვის, ფალავანდიშვილისთვის, კობახიძისა და ღარიბაშვილისთვის ხმის მიცემა".
ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, კახი კალაძის განცხადებებს.