ძალადობის მთვარი წამქეზებელი ხელისუფლება თავდასხმებს აგრძელებს. იმ აგრესიული პოლიტიკოსების რიგებს, ვინც ხელიდან არ უშვებს შანსს უხეშად ესაუბროს და მოექცეს ჟურნალისტებს, კახა კალაძეც შეუერთდა. თბილისის მერმა, რომელიც მომავალ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატად დასახელდა, საარჩევნო კამპანიის პირველივე წუთებში ჟურნალისტებსა და მოძალადეებს შორის ტოლობის ნიშანი დასვა.
თუმცა ამ სიტყვების წარმოთქმისას კალაძეს ალბათ არ გაახსენდა არც საკუთარი კოლეგების და არც პირადად მისი აგრესიული თავდასხმები ჟურნალისტებზე. ამ მეთოდს "ქართული ოცნებაც" და მისი გენერალური მდივანიც სწორედ მაშინ მიმართავენ, როდესაც ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხი არ აქვთ.