ახლადაშენებული კორპუსი ფანჯრების გარეშე

გამოქვეყნდა:

ქავთარაძის ქუჩაზე 14 სართულიან, ახალაშენებულ, საცხოვრებელ კორპუსში ფანჯრების ამოჭრა მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყეს. 

ამ კორპუსის მშენებელი, კომპანია "ნიუ გრუპი" ქავთარაძეზე კიდევ ერთი მრავალსართლიანი კორპუსის მშენებლობას იწყებს. საწყისი პროექტის მიხედვით ქავთარძის #58 ნომერში, სადაც მრავალფუნქციური კომპლექსი განლაგდება, ორსართულიანი ნაგებობა, ღია კაფე და სარეკრეაციო ზონა უნდა ყოფილიყო.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქმე კორუფციულ თაღლითობასთან გვაქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ნიუ გრუპი მსგავსი სამუშაოების ნებართვას ვერ მიიღებდა. კომპანია ნიუ გრუპის დირექტორი არის ლაშა ბაგრატიონი, ვისი ძმაც, გიორგი ბაგრატიონი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მერიის ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს დაიწყო ქავთარაძეზე "უფანჯრო" კორპუსის მშენებლობა. 

საქმე გვაქვს კორუფციასთან, მეტიც, ამ ფურცლებს თუ ჩახედავთ, ნახავთ, რომ ძმები ერთმანეთს სწერდნენ წერილებს, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი

არქიტექტორთა თქმით, თუ განსაკუთრებული ნაცნობობა არ აქვს, კონკრეტულ პროექტზე ცვლილებების განხორციელებისა და ნებართვების მოპოვება თითქმის შეუძლებელი საქმეა. 

ბრალდებები გაუგებარია კომპანიაში და იქ კორუფციულ გარიგებას კატეგორიულად გამორიცხავენ. 

ეს არ არის არგუმენტი, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ აქ კორუფციულ გარიგებას ქონდა ადგილი, თ რაიმე განსხვავება იყო სხვა დეველოპერებსა და ჩვენს შორის, ამას სიღრმისეული შესწავლა უნდა. ლაშა ბაგრატიონის ძმა ვინ იქნებოდა, სად იქნებოდა, არ აქვს მნიშვნელობა, - ამბობს ნიუ გრუპის წარმომადგენელი ზურაბ კირკიტაძე. 

ქავთარაძის #58-ში ნიუ გრუპის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სადაც თავდაპირველად დაბალი შენობა და სკვერი უნდა გაშენებულიყო, შემდეგ კი ზონალური სექტორის ფუნქციის შეცვლის შედეგად მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა გახდა შესაძლებელი. ამ თემის გამო დღეს ხმაური იყო თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე.   

ქართული ოცნების წევრები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ. 

ვინმე მაინც არ ყავთ კომპეტენტური პარტიაში, რომ ურბანულ საკითხებში ერკვეოდეს და მიუთითოს, რომ ასეთ სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდონ თავი, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სათანადო მოკვლევის შედეგად კორუფციული გარიგებები დადასტურდება. მზადდება პროკურატურაში შესატანი სარჩელიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი